სახლის მნიშვნელობა თქვენ ცხოვრებაში

September 4, 2024

ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი გარემო, რადგან ძალიან
დიდ გავლენას ახდეს ადამიანის ყოველდღიურ განწყობაზე. სახლი არ არის მხოლოდ
საცხოვრებელი ადგილი, ამას ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აღნიშნულ
ადგილას ადამიანი თავისი დროის უდიდეს ნაწილს ატარებს, აქვს მისი პირადი სივრცე
და თუ ეს აღნიშნული სივრცე კომფორტული და სასიამოვნოა, მისი ცხოვრებაც
ავტომატურად უფრო მეტად კომფორტული და სასიამოვნო ხდება. აუცილებელია
სახლში გქონდეთ კომფორტი და ჰარმონია. ყველა ადამიანს ინდივიდუალური ბუნება
გააჩნია, რაც საბოლოოდ ინდივიდად გვაყალიბებს, ხშირად კი ჩვენ გარემო პირობებს
ვქმნით ჩვენ და ვაყალიბებთ ჩვენი ემოციების მიხედვით, რასაც შესაძლებელია
განაპირობებდეს საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელ ადგილთან ჰარმონიული
კავშირი ჩვენ ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს, შესაბამისად სწორად შერჩეულ
ექსტერიერსა და ინტერიერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველა ადამიანის
Ცხოვრებაში.

რჩევები სახლის მშენებლობის დაწყებამდე

დიდ ქალაქებში ქაოტური განაშენიანების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება კერძო სახლების მშენებლობას, ქალაქგარეთ მშვიდ, წყნარ და ეკოლოგიურად
სუფთა გარემოში კერძო სახლების მშენებლობას.
სახლის მშენებლობის დაწყებამდე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის სწორ
პროექტირებას, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის მომზადებას,
სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შესრულებას.
საქართველოს ბაზარზე მრავლად არიან არქიტექტურული კომპანიები, რომლებიც მსგავს
სერვისებს სთავაზობენ საკუთარი სახლის მშენებლობით დაინტერესებულ პირებს.
ამასთან კვალიფიციური არქიტექტორის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი
მუნიციპალიტეტისგან კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის
მოპოვების მიზნით.

ლამაზი სახლების პროექტები

არსებობს სილამაზით გამორჩეული სხვადასხვა ტიპის სახლების პროექტები, რომლებიც
იმდენად მიმზიდველს ხდის სახლს რომ ადამიანს მასში ცხოვრების სურვილს
უმძაფრებს და ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის. ქვემოთ აღწერილია პროექტების ნიმუშები
და სახლის პროექტები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.

კლასიკური სტილი

პირველ რიგში ვისაუბრებ კლასიკურ სტილზე, კლასიკური სტილი გამოირჩევა
სიმეტრიული ფორმებითა და პრაქტიკული გეგმარებით, საერთო ხედში ჩამჯდარი
დეკორატიული ელემენტებით. კლასიკური სტილი გამოირჩევა სიმკაცრით,
მოკრძალებულობით, დიდი, მასიური არქიტექტურული ელემენტებით, სწორი
გეომეტრიულობითა და პროპორცილობით. იდეალურ შემთხვევაში კლასიკურ
დიზაინში, უნდა იყოს სივრცე უნდა იყოს სწორკუთხოვანი ფორმის სიმეტრიულად
განლაგებული კარებებითა ფანჯრებით. კლასიკურ დიზაინში გამოიყენება
ძვირადღირებული მასალები, როგორიცაა მარმარილო, გრანიტი, ნატურალური ხე.

სკანდინავიური სტილი

სკანდინავიური სტილი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული სტილია ბოლო პერიოდში.
ასეთი სტილის დიზაინს ნახავთ მთელ მსოფლიოში. სკანდინავიურ დიზაინში
გამოიყენება ხის მასალები ნებისმიერი სახით, ასევე სკანდინავიურ სტილის ერთ-ერთი
მნიშნველოვანი მახასიათებელია თეთრი ფერის კედლები, დიდი ფანჯრები, ნაქსოვი
გადასაფარებლები, სქელი ხალიჩები, ბეწვის ქსოვილები და ნაჭრის პუფები კი
მყუდროებისა და სითბოს შთაბეჭდილებას ქმნიან.

Მინიმალიზმი

კერძო სახლების პროექტების არჩევისას ასევე შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ
მინიმალიზმს, მინიმალიზმი არის დიზაინის სტილი, რომელიც მოიცავს სიმარტივეს,
ფუნქციურობას და აქცენტს აკეთებს არსებით ელემენტებზე. ეს არის ტიპური მარტივი
და მკაფიო გეომეტრიით, სადაც ვერ შეხვდებით ზედმეტ დეკორატიულ ჩანართებსა და
ნივთებს, თუმცა მოიაზრებს ყველა იმ საჭირო ატრიბუტს, რომელიც გჭირდებათ
ყოველდღიური, კომფორტული ცხოვრებისთვის. მინიმალიზმის არჩევა საუკეთესო
ვარიანტია პატარა სივრცის უფრო დიდად წარმოსაჩენად. მინიმალისტური დიზაინის
ძირითადი ფერები არამკვეთრი და მშვიდია, მინიმალიზმი ნაკლებადაა წარმოდგენილი
მუქი და გამაღიზიანებელი ფერებით. აღსანიშნავია, რომ აქ ძირითადად თეთრი ჭარბობს,
თუმცა მსუბუქი პასტელური ფერების გადანაწილებასაც ხშირად შევხვდებით.

მოდერნისტული სტილი დიზაინში

ინტერიერშიც ტერმინი „მოდერნიზმი“ ნიშნავს „თანამედროვეს და ის ასახავს მთლიანად
თანამედროვე პერიოდს, ამიტომ მას, როგორც ინტერიერის სტილს, ინტერნაციონალურს
უწოდებენ. მოდერნისტულ სტილში ძირითადად გამოიყენება ნეიტრალური ფერები,
რომელსაც შემდგომში უხამებენ კონტრასტულ ფერებს. მოდერნიზმის აუცილებელ
დეტალს წარმოადგენს მრავალფუნქციური განათება.

ლოფტი – დიზაინი და სტილი

ლოფტი გამოირჩევა დიდი ღია სივრცეებითა და ტიხრების არ არსებობით. ისეთი
ინდუსტრიული ელემენტების თვალსაჩინოებით, როგორიც არის საკომუნიკაციო არხები,

სავინტილაციო მილები, ელექტრო გაყვანილობა, მონოლითური ბეტონის ჭერი და
კედლები, დიდი ფანჯრები სივრცეში მკვეთრი განათებით. ასევე იგი გამოირჩევა უხეში
მოსაპირეკეთებელი მასალებით: აგური, ქვა, ხე სიძველის ეფექტით. ლოფტი
დაკავშირებულია ინდუსტრიულ ელემენტებთან, შესაბამისად ლოფტს ხშირად
ინდუსტრიულ სტილსააც უწოდებენ.