თურქული ლამინატი
- Home
- თურქული ლამინატი
პროდუქტის მახასიათებელი
- კლასი: 33
- სისქე: 12 მმ
- ზედაპირი: პრიალა
- წონა: 17 კგ
- ბრენდი: Floorpan
- ზომის ერთეული: მ2
პროდუქტის აღწერა
თურქული ლამინატი პრაქტიკული და თანამედროვე არჩევანია, როცა გინდა ლამინირებული იატაკი, რომელიც ერთდროულად ლამაზიცაა და გამძლეც. ასეთი იატაკის ლამინატი მარტივად მონტაჟდება, ადვილად იწმინდება და კარგად ერგება როგორც სახლს, ისე ოფისს. თუ გსურს სივრცე უფრო ნათელი და ეფექტური გახდეს, შეგიძლია აირჩიო პრიალა ლამინატი, ხოლო უფრო ბუნებრივი ვიზუალისთვის — მატე ან ტექსტურული ზედაპირი.
ყველაზე მოთხოვნად ვარიანტებს შორისაა 33 კლასის, 12 მმ სისქის ლამინატი, რადგან მაღალი ცვეთამედეგობა აქვს და სიარულისას მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. 12 მმ სისქე ასევე უკეთ ფარავს მცირე უსწორმასწორობას. ხარისხიანი ლამინატი ნაკლებად იკაწრება და დიდხანს ინარჩუნებს ზედაპირის ტექსტურასა და ფერს.
ხშირად დასმული კითხვები
ლამინატის ფასი დამოკიდებულია სისქეზე, კლასზე, ზედაპირსა და კოლექციაზე. ზუსტი ღირებულება მოდელის მიხედვით განისაზღვრება.
აქვს მაღალი ცვეთამედეგობა, უკეთ უძლებს დატვირთვას და სიარულისას უფრო კომფორტულია; ასევე უკეთ ფარავს მცირე უსწორმასწორობებს.
პრიალა ლამინატი საკმაოდ პრაქტიკულ მოდელად ითვლება, მაგრამ მასზე მტვერი და ნაკაწრები შედარებით შესამჩნევია, ამიტომ რეგულარული წმენდა რეკომენდებულია.
რა თქნა უნდა. იმისთვის, რომ კარგი ხარისხის ლამინატი იაფად შეიძინოთ, პირველ რიგში სწორად უნდა განსაზღვროთ როგორი სისქისა და კლასის ლამინატია თქვენთვის საუკეთესო. რაც შეეხება ფასს, ჩვენი მაღაზია ხშირად გთავაზობთ დიდ ფასდაკლებებს მაღალი ხარისხის ლამინატის კოლექციებზე.
მისაღები სივრცისთვის 32 კლასი საკმარისია. სამზარეულოსთვის კი 33 კლას გირჩევთ, რადგან ის შედარებით უფრო გამძლეა ნესტისადმი.
